ვინ არის პროფესიული სტუდენტი?
პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც ჩარიცხულია კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სარგებლობს პროფესიული განათლების მიღების ყველა შესაბამისი უფლებით.
პროფესიული სტუდენტის ძირითადი უფლებები
(შესაბამისობაშია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულების თავი 3-თან და თავი 4-ის მუხლ 31-თან.)
- ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღება;
- სწავლის პროცესის შესახებ სრული და დროული ინფორმაციის მიღება;
- სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასება;
- კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობა;
- ეთიკის დაცვით კომუნიკაცია პერსონალთან და სტუდენტებთან;
- პროფესიულ სტუდენტთა წარმომადგენლობით საბჭოში გაწევრიანება;
- მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის და ინდივიდუალური გეგმის გამოყენების უფლება;
- საჭიროების შემთხვევაში – ხელმისაწვდომობა მხარდაჭერის მექანიზმებზე (სსსმ/შშმ).
პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება, აღდგენა და შეწყვეტა
(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 20–22)
- სტატუსის შეჩერება ხდება სტუდენტის წერილობითი განცხადების ან ობიექტური მიზეზის საფუძველზე (ვადა – მაქს. 5 წელი);
- აღდგენა შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ;
- შეწყვეტა ხდება დისციპლინური ან აკადემიური წესების დარღვევის, ან განცხადების საფუძველზე.
მობილობა
(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 23)
- სტუდენტს უფლება აქვს, განახორციელოს შიდა ან გარე მობილობა შესაბამის პროგრამებზე;
- აუცილებელია კრედიტების აღიარება და პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილება;
- მობილობა შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით, პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე.
შეფასება და შედეგები
(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 26–31)
- გამოყენებულია კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების სისტემა;
- შეფასების ფორმებია: განმავითარებელი და განმსაზღვრელი;
- შედეგი: ა) დადასტურდა, ბ) ვერ დადასტურდა;
- განმეორებითი შეფასება დასაშვებია მკაფიოდ განსაზღვრული წესების დაცვით;
კვალიფიკაციის მინიჭება
(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 38)
- პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, პროფესიულმა სტუდენტმა:
ა) უნდა დააგროვოს ყველა, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები (პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება);
ბ) უნდა მიიღოს შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა (შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა პროფესიული სტუდენტისთვის სავალდებულოა და წარმოადგენს საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობას);
გ) უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა. - ყველა კომპონენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს ენიჭება შესაბამისი დონის პროფესიული კვალიფიკაცია;
- გაიცემა სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული დიპლომი და დანართი.
ინკლუზიური განათლება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა
(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 18–19)
- საჭიროების შემთხვევაში კოლეჯი უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს მისადაგებას;
- ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს სტანდარტული სწავლების ფორმით შედეგის მიღწევას.
- ინდივიდუალური გეგმა ფორმდება ასევე უარყოფითი შეფასების განმეორებისას.
პროფესიული სტუდენტის ძირითადი ვალდებულებები
(შესაბამისობაშია შინაგანაწესი მუხლი 35 და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება – მუხლი 20, 21, 31)
- დაემორჩილოს კოლეჯის შინაგანაწესსა და დებულებებს;
- დაიცვას აკადემიური ეთიკა, პატივი სცეს კოლეჯის სახელს და სიმშვიდეს;
- გაუფრთხილდეს კოლეჯის და პრაქტიკის ობიექტის ქონებას;
- დაესწროს და აქტიურად ჩაერთოს სწავლასა და პრაქტიკულ საქმიანობაში;
- დაიცვას შეფასების წესები და პროცედურები;
- ითანამშრომლოს შეფასების ან კონსულტაციის დროს სამართლიანად.
დასაქმებაში ხელშეწყობა
(იხილეთ შინაგანაწესი მუხლი 33)
- კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს კარიერულ კონსულტაციას, სამუშაო ბაზარზე ორიენტირებულ ინფორმაციას და კონტაქტებს დამსაქმებლებთან;
- სწავლების პერიოდში პარტნიორ ორგანიზაციაში დასაქმება;
- კურსდამთავრებულებისთვის ხელმისაწვდომია დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცირკულირებული ვაკანსიები და პარტნიორი დამსაქმებლების ქსელი.
საკომუნიკაციო არხები
- ნებისმიერი კითხვით ან საჩივრით მიმართეთ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს ან კოლეჯის დირექტორს;
- წერილობითი კომუნიკაცია სავალდებულოა უფლებრივი პროცესების დასაწყებად;
- საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია კოლეჯის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელში.
