უკან

სტუდენტთა/მსმენელთა სერვისები

ვინ არის პროფესიული სტუდენტი?

პროფესიული სტუდენტი არის პირი, რომელიც ჩარიცხულია კოლეჯში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და სარგებლობს პროფესიული განათლების მიღების ყველა შესაბამისი უფლებით.

(შესაბამისობაშია პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულების თავი 3-თან და თავი 4-ის მუხლ 31-თან.)

  •  ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღება;
  •  სწავლის პროცესის შესახებ სრული და დროული ინფორმაციის მიღება;
  •  სამართლიანი და გამჭვირვალე შეფასება;
  •  კოლეჯის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით სარგებლობა;
  •  ეთიკის დაცვით კომუნიკაცია პერსონალთან და სტუდენტებთან;
  •  პროფესიულ სტუდენტთა წარმომადგენლობით საბჭოში გაწევრიანება;
  •  მობილობის, სტატუსის შეჩერების/აღდგენის და ინდივიდუალური გეგმის გამოყენების უფლება;
  •  საჭიროების შემთხვევაში – ხელმისაწვდომობა მხარდაჭერის მექანიზმებზე (სსსმ/შშმ).

(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 20–22)

  •  სტატუსის შეჩერება ხდება სტუდენტის წერილობითი განცხადების ან ობიექტური მიზეზის საფუძველზე (ვადა – მაქს. 5 წელი);
  •  აღდგენა შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ;
  •  შეწყვეტა ხდება დისციპლინური ან აკადემიური წესების დარღვევის, ან განცხადების საფუძველზე.

(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 23)

  •  სტუდენტს უფლება აქვს, განახორციელოს შიდა ან გარე მობილობა შესაბამის პროგრამებზე;
  •  აუცილებელია კრედიტების აღიარება და პროგრამის წინაპირობების დაკმაყოფილება;
  •  მობილობა შესაძლებელია დირექტორის ბრძანებით, პროფესიული სტუდენტის განცხადების საფუძველზე.

(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 26–31)

  •  გამოყენებულია კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასების სისტემა;
  •  შეფასების ფორმებია: განმავითარებელი და განმსაზღვრელი;
  •  შედეგი: ა) დადასტურდა, ბ) ვერ დადასტურდა;
  •  განმეორებითი შეფასება დასაშვებია მკაფიოდ განსაზღვრული წესების დაცვით;

(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 38)

  •  პროფესიული კვალიფიკაციის მოსაპოვებლად, პროფესიულმა სტუდენტმა:
    ა) უნდა დააგროვოს ყველა, შესაბამისი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტები (პროგრამით გათვალისწინებული ყველა სწავლის შედეგის დადასტურება);
    ბ) უნდა მიიღოს შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა (შუალედურ შეფასებაში მონაწილეობა პროფესიული სტუდენტისთვის სავალდებულოა და წარმოადგენს საკვალიფიკაციო გამოცდაზე დაშვების წინაპირობას);
    გ) უნდა ჩააბაროს საკვალიფიკაციო გამოცდა.
  •  ყველა კომპონენტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტს ენიჭება შესაბამისი დონის პროფესიული კვალიფიკაცია;
  •  გაიცემა სახელმწიფო სტანდარტით განსაზღვრული დიპლომი და დანართი.

(იხილეთ პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება მუხლი 18–19)

  •  საჭიროების შემთხვევაში კოლეჯი უზრუნველყოფს სასწავლო გარემოს მისადაგებას;
  • ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს სტანდარტული სწავლების ფორმით შედეგის მიღწევას.
  •  ინდივიდუალური გეგმა ფორმდება ასევე უარყოფითი შეფასების განმეორებისას.

(შესაბამისობაშია შინაგანაწესი მუხლი 35 და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულება – მუხლი 20, 21, 31)

  •  დაემორჩილოს კოლეჯის შინაგანაწესსა და დებულებებს;
  •  დაიცვას აკადემიური ეთიკა, პატივი სცეს კოლეჯის სახელს და სიმშვიდეს;
  •  გაუფრთხილდეს კოლეჯის და პრაქტიკის ობიექტის ქონებას;
  •  დაესწროს და აქტიურად ჩაერთოს სწავლასა და პრაქტიკულ საქმიანობაში;
  •  დაიცვას შეფასების წესები და პროცედურები;
  •  ითანამშრომლოს შეფასების ან კონსულტაციის დროს სამართლიანად.

(იხილეთ შინაგანაწესი მუხლი 33)

  •  კოლეჯი სტუდენტებს სთავაზობს კარიერულ კონსულტაციას, სამუშაო ბაზარზე ორიენტირებულ ინფორმაციას და კონტაქტებს დამსაქმებლებთან;
  •  სწავლების პერიოდში პარტნიორ ორგანიზაციაში დასაქმება;
  •  კურსდამთავრებულებისთვის ხელმისაწვდომია დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ცირკულირებული ვაკანსიები და პარტნიორი დამსაქმებლების ქსელი.
  •  ნებისმიერი კითხვით ან საჩივრით მიმართეთ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელს ან კოლეჯის დირექტორს;
  •  წერილობითი კომუნიკაცია სავალდებულოა უფლებრივი პროცესების დასაწყებად;
  •  საკონტაქტო ინფორმაცია ხელმისაწვდომია კოლეჯის ვებსაიტზე და სოციალურ ქსელში.
მსმენელის უფლება-ვალდებულებები

მსმენელი –  პირი, რომელიც სწავლობს პროფესიული მომზადების პროგრამაზე და/ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე.

  • მიიღოს ხარისხიანი პროფესიული განათლება.
  • მოითხოვოს ცოდნის სამართლიანი შეფასება.
  • მიიღოს აუცილებელი ინფორმაცია პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამებთან, სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.
  • საქართველოს კანონმდებლობით, კოლეჯის მარეგულირებელი ინსტრუქციებით და სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ისარგებლოს მისი მატერიალურტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით, ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით.
  • მოითხოვოს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, აპელაცია.
  • მსმენელის მიმართ არამართლზომიერი მოპყრობის ან/და არასამართლიანი ქმედების შემთხვევაში, წერილობით მიმართოს კოლეჯის დირექტორს.
  • მსმენელი ვალდებულია დაიცვას კოლეჯის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები კოლეჯის პერსონალთან და სხვა მსმენელებთან ურთიერთობაში.
  • პატივი სცეს კოლეჯის პრესტიჟს, გაუფრთხილდეს კოლეჯის და პრაქტიკის ობიექტის ქონებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მიყენებული ზიანისთვის, დაეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა.
  • შეასრულოს შინაგანაწესითა და პროფესიული საგანმანათლებლო საქმიანობის დებულებით მისთვის გათვალისწინებული მოთხოვნები.
  • დაიცვას და შეასრულოს მასთან, როგორც მსმენელთან დადებული ხელშეკრულების პირობები.
  • ინდივიდუალური სასწავლო გეგმა არის მსმენელისათვის სპეციალური საჭიროებების გათვალისწინებით შედგენილი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს მსმენელისათვის ინდივიდუალურ სასწავლო მიზნებსა და სწავლის შედეგების მიღწევის გზებს. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის საჭიროება დგება მაშინ, როდესაც:
  • სსსმ/შშმ მსმენელი ვერ აღწევს სწავლის შედეგებს.
  • მსმენელი, რომელსაც საპატიო მიზეზით გაუცდა (ავადმყოფობა, მშობიარობა და ა.შ.) სასწავლო პროცესი და მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ საჭიროებს სასწავლო პროცესში ჩართვას.
  • ინკლუზიური განათლებით სწავლების შემთხვევაში კოლეჯი ერგება ნებისმიერი საჭიროების მქონე მსმენელს კულტურით, სასწავლო გარემოთი, წესებით, სასწავლო გეგმით, მეთოდებით, პროფესიული მასწავლებლებით.
  • კოლეჯი თავისი შესაძლებლობის ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამის ღონისძიებებს: სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მსმენელი
    ინფორმირებული და აქტიურად ჩაბმული იქნება თავისი ზრდასრული ცხოვრების დაგეგმვის პროცესში, მიიღებს პროფესიულ განათლებას მისთვის შესაფერისი ტემპითა და სტილით, შესაძლებლობის ფარგლებში მიაღწევს პროფესიით განსაზღვრულ სასწავლო შედეგებს. საბოლოოდ დასაქმდება, რაც ხელს შეუწყობს უკვე არსებული დონის გაუმჯობესებას, საზოგადოებაში ინტეგრირებას და დამოუკიდებელ ცხოვრებას.
  • პროფესიულ პროგრამებში გამოიყენება კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ ცოდნის, უნარების და პრაქტიკული გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობის შეფასებას, პროგრამით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
  • პროგრამის შესაბამისი კრედიტის მისაღებად დადებითად უნდა შეფასდეს პროგრამით მისაღწევი სწავლის ყველა შედეგი.
  • შესაძლებელია სწავლის შედეგების როგორც ცალკეულად, ისე რამდენიმე შედეგის ერთდროულად ან მთლიანი პროგრამის დადასტურება.
  • მსმენელის მიღწევების შეფასებისთვის გამოიყენება ორი სახის შეფასება: განმავითარებელი და განმსაზღვრელი.
  • განმავითარებელი შეფასება სწავლის პროცესის შეფასებაა, რომელიც აკონტროლებს მსმენელის განვითარების დინამიკას და მისი მიზანია მსმენელის დახმარება უკუკავშირის მიწოდების გზით.
  • განმსაზღვრელი შეფასება ემსახურება მიღწეული სწავლის შედეგის/ შედეგების ერთობლიობას განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად. განმსაზღვრელი შეფასება ითვალისწინებს მხოლოდ ჩათვლის პრინციპებზე დაფუძნებული სისტემის გამოყენებას და უშვებს შემდეგი ორი ტიპის შეფასებას:
    ა) სწავლის შედეგი დადასტურდა;
    ბ) სწავლის შედეგი ვერ დადასტურდა.
  • განმსაზღვრელი შეფასება დასტურდება შესაბამისი შეფასების მტკიცებულებითგანმსაზღვრელი შეფასების ინსტრუმენტებით.
  • მსმენელი ვალდებულია შეფასების პროცესზე გამოცხადდეს შეფასების დაწყების განსაზღვრულ დროს.
  • მსმენელი, რომელიც საპატიო მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა განმსაზღვრელ შეფასებაზე, მისთვის ინიშნება დამატებითი განმსაზღვრელი შეფასება 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
  • დაუდასტურებელი შედეგი, რომელიც არ არის სხვა შედეგზე დაშვების წინაპირობა, მსმენელს უფლება აქვს შესაბამისი შედეგი დაადასტუროს
    გონივრულ ვადაში შესაბამისი პროფესიული მომზდების, პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულებამდე.
  • განმსაზღვრელი შეფასებისას უარყოფითი შედეგის მიღების შემთხვევაში მსმენელს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაცია მიღწევების გასაუმჯობესებლად
    და განმეორებითი განმსაზღვრელი შეფასების ჩატარება.
  • განმსაზღვრელი შეფასების შედეგი, ინდივიდუალურად ეცნობება მსმენელს.
  • თუ მსმენელი არ ეთანხმება შეფასების შედეგს, იგი უფლებამოსილია ისარგებლოს აპელაციის უფლებით.
  • მსმენელი უფლებამოსილია აპელაციის მიზნით, შედეგების გაცნობიდან იმავე დღეს ან მომდევნო სამუშაო დღეს გაასაჩივროს მიღებული შეფასება ან/და პროცედურული საკითხები და წერილობით მიმართოს სააპელაციო განაცხადით კოლეჯის დირექტორს.